„შალვას გადაეცით, რომ ოფისი კი არა კაბინეტი ჰქონდა და ახლაც აქვს, სამშაბათს სესიაზე გადაწყდება შეუწყდება თუ არა უფლებამოსილება", ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ზარქუა „ლეიბორისტული პარტიის" გადაწყვეტილებას გახსნან საპარლამენტო ოფისი.
"არანაირი ზედმეტი ოფისების გახსნა, ნუ აფერისტობს, ახლაც აქვს კაბინეტი, სადაც არის აბრა გამოკრული, ისევე როგორც ყველა დეპუტატს ჰქონდა პირველივე დღიდან კაბინეტი, სადაც ერთი დღეც არ შესულა, ასე რომ შეეშვას ამ სისულელეებს, მობრძანდეს, ეს დღეები სანამ ჩაინიშნება სხდომა, აქვს შესაძლებლობა,"- განაცხადა ზარქუამ