საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით ეროვნული თანხმობის პროცესის პირველ საჯარო განხილვას იწყებს.
„ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით, ეროვნული თანხმობის პროცესის პირველი საჯარო განხილვა გაიმართება. არ არიან მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები, არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრა დღეს, 15:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში გაიმართება.