20 პროცენტი ჩვენს მტრებს ჩააბარა, ხოლო კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი და სროლის გარეშე გადააბარა, როგორ ყოფნის უტიფრობა ამ ადამიანს ამ თემაზე ილაპარაკოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ. მისი თქმით, ეტყობა მართლა ცუდად არის ეს ადამიანი, როგორ შეიძლება პატიმარმა სააკაშვილმა ახსენოს ოსეთის და აფხაზეთის თემა, როგორ შეიძლება ეს თემა იყოს მისთვის მომგებიანი?!.
"თუ ჩვენ დღეს გვაქვს ბორდერიზაციის პრობლემა, რაც ყოველდღიურად ხდება ოკუპანტის მხრიდან, ლომის წილი მიუძღვის სააკაშვილს და მის გუნდს და ეს კარგად იცის მან. ეს რომ ასეა, მათ შორის, ჩანს იმ რეზოლუციაშიც, რასაც მხარი დაუჭირეს, მოღალატეობრივი ქმედებების შედეგია ეს, რაც გვაქვს, ეტყობა მართლა ცუდად არის, თორემ ასეთ თემებს არ უნდა შეეხოს,"- განაცხადა ზარქუამ.