დღეს, 9 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
ამ დროისთვის უცნობია, რა თემაზე ისაუბრებს მთავრობის მეთაური.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბრიფინგი შესაძლოა სამთავრობო ცვლილებებს უკავშირდებოდეს.