19 აპრილის შეთანხმების საკითხებთან მიმართებაში წინსვლა იყო და სხვადასხვა აღებული ვალდებულება შესრულდა, რამაც საქართველოსთვის კარგად იმუშავა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კარლ ჰარცელის თქმით, იმის მიუხედავად რომ უკვე დრო გავიდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიაა და ასევე ძალიან აქტუალური.
"იმის განსახილველად, თუ რა გაკეთდა უკვე შეთანხმების შესრულებასთნ დაკავშირებით, ასევე რა უნდა გაკეთდეს. დღევანდელი დისკუსია ასახავს არსებულ სიტუაციას და განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, რომელი უნდა გადაიდგას შემდეგ. საქართველოს ბევრი მეგობარი ევროპაში სვამს კითხვას, სად მიდის საქართველო და რა იქნება საქართველოს შემდეგი ნაბიჯი. ეს 19 აპრილის შეთანხმება არის გზამკვლევი ევროკავშირში ინტეგრაციისა. ეს არის არა ერთადერთი გზა, არამედ ერთ-ერთი, რომელიც ამ მიმართულებით წინსვლისთვის არის განკუთვნილი და ძალიან ლეგიტიმური კითხვა ისმის, თუ ეს გზა არა, მაშინ რომელი?
მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ წინსვლა იყო შეთანხმებით მოცულ საკითხებთან მიმართებაში და სხვადასხვა აღებული ვალდებულება შესრულდა, რამაც საქართველოსთვის კარგად იმუშავა. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომელიც არ არის შესრულებული, არის სხვადასხვა ვალდებულება, რომელიც აღებული იყო, ამაში შეიძლება მოვიაზროთ მართლმსაჯულების რეფორმა, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული მომენტი და ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიისთვის ამ საკითხების მოგვარება მოხდეს. ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესოა ამაზე პანელის მონაწილეები როგორ ისაუბრებენ“, – განაცხადა ჰარცელმა.