ბერლინი მზად არის უკრაინის უსაფრთხოებისათვის მაღალი ეკონომიკური ფასი გადაიხადოს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა კიევში უკრაინელ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დავუშვათ შემდგომი ესკალაცია. ამ შემთხვევისთვის რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომები მოვამზადეთ, ეს სანქციები უპრენცენდენტოა და შეთანხმებულია ყველა პარტნიორთან. ამ ფონზე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა პარტნიორთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობიდან გამომდინარე უპირველესად ჩვენ, მზად ვართ ამისთვის მაღალი ეკონომიკური ფასი გადავიხადოთ, ვინაიდან საუბარია უკრაინის უსაფრთხოებაზე", - განაცხადა ბერბოკმა.
ამავე დროს, ბურბოკმა აღნიშნა, რომ უკრაინის ირგვლივ კონფლიქტში სიტუაციის დეესკალაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს.
"ბერლინი მზად არის მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ იტოვებს უფლებას, მკაცრი რეაგირება მოახდინოს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის შემთხვევაში", - დასძინა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, გაემგზავრება დონბასში, საკონტაქტო ხაზთან, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება და პირადად მოისმენს მათ საჭიროებასა და პრობლემების შესახებ.