ტატო გრიგალაშვილმა, ძიუდოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, პარიზის გრანდ სლემზე, ვერცხლის მედალი მოიპოვა.
81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ფინალში იაპონელ სოტარო ფუჯივარას დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდა.
5 თებერვალს პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალს ლაშა შავდათუაშვილი დაეუფლა.
ვაჟა მარგველაშვილმა და ჯაბა პიპინაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.