ყვარლის მუნიციპალიტეტოს სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მათი განცხადებით, მეხანძრე - მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ქრობით სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ ეტაპზე კი სტიქიის ზონაში მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.
ადგილობრივების თქმით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი, დაახლოებით 10 ჰექტრამდე ტერიტორია. იმის გამო, რომ ცეცხლის რთულად მისასვლელ ადგილზე გაჩნდა,ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მხოლოდ ცოცხალი ძალა იყო ჩართული.
რა გახდა აალების მიზეზი, უცნობია.