თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ერდოღანის განცხადებით, კორონავირუსი დაუდასტრა მის მეუღლეს, ემინე ერდოღანსაც. მისივე თქმით, სრულ გამოჯანმრთელებამდე თვითიზოლაციაში დარჩება და მუშაობას დისტანციურად განაგრძობს.
"ჩვენი ტესტის შედეგები დადებითი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, დაავადება, რომელიც, როგორც შევიტყეთ, არის „ომიკრონი“, მსუბუქად მიმდინარეობს. გავაგრძელებთ ჩვენს მისიას და მუშაობას სახლიდან. გთხოვთ, ილოცოთ ჩვენთვის", - განაცხადა ერდოღანმა.