ამერიკულმა საგენტო Bloomberg-მა უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შესახებ ინფორმაცია შემთხვევით გაავრცელა, მოგვიანებით კი წაშალა და ოფიციალური ბოდიში მოიხადა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის შედეგად გახდა.
სათაურს "რუსეთი უკრაინაში იჭრება", ყურადღება მიაქცია Twitter-ის მომხმარებელმა ოლგა ლაუტმანმა.
ლაუტმანის თქმით, სათაური სააგენტოს ვებგვერდზე 30 წუთის განმავლობაში იდო.
მალევე Bloomberg-მა გამოაქვეყნა ოფიცილური ბოდიში აღნიშნული სათაურის გამო.
"ჩვენ ვამზადებთ სათაურებს მრავალი სცენარისთვის. სათაური "რუსეთი უკრაინაში იჭრება" შემთხვევით ჩვენ ვებგვერდზე ჩრდილოამერიკის დროით, დაახლოებით 16:00 საათზე გამოქვეყნდა. ძალიან ვწუხვართ შეცდომის გამო. სათაური წაშლილია, ვარკვევთ მიზეზებს", - განაცხადა სააგენტომ.