„პოლონეთთან როგორც პოლიტიკური, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, საკმაოდ მძლავრი და ინტენსიური ურთიერთობები გვაკავშივრებს", აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი. მისი განმარტებით, პოლონეთის პრეზიდენტი ჩინეთში, ოლიმპიადის გახსნაზე მიემგზავრებოდა და ჩამოვიდა საქართველოში.
"გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ტექნიკური შესვენება ჰქონოდა და საწვავით შევსება თბილისში მომხდარიყო. პრეზიდენტებს შორის საინტერესო შეხვედრა იყო. ეს კიდევ ერთი სიმბოლოა ევროპულ ქვეყნებსა და საქართველოს თანამშრომლობის ხარისხის.
ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსის თემას არ ჩავუღრმავდებოდი, რადგან მრავალასპექტიანია და ჯერ მხოლოდ ჰიპოტეზები იყო გააზრებული. ამ თემაზე საუბარი იყო თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ტექნიკური შესვენება იყო და იმ თემებზე ისაუბრეს, რაც დღეს, საქართველოსა და ევროპას აწუხებთ. კონსულტაციები იქნება, სიღრმისეულად გვაინტერესებს ნებისმიერი ალიანსი, რომელიც იქნება ევროპაში, მათ შორის მოკავშირე ქვეყნების მონაწილეობით – უკრაინის, პოლონეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის. ასეთი ალიანსები არსებობს და მუშაობა გასააქტიურებელია. პრინციპული პილიტიკური მომენტია ის, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავისი წარსული გაათეთროს იმ უბედურების ფონზე, რომელიც ქვეყანას დააწია მისმა მავნებლურმა საქმიანობამ, რის გამოც დღეს საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველი ვითარება არსებობს. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია პოზიტიურად შეაფასეს თავად უკრაინაში. რუსეთი არის აგრესორი და იმ საფრთხის შემცველი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება, გაცილებუთ მძიმე გახდეს, ვიდრე დღეს.
პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა. საუბარი იყო ყველა თემაზე, რაც ეხება საქართველოს და ევროპულ უსაფრთხოებას. კონკრეტულად, ალიანსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ იქნებოდა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ თემაზეც იყო საუბარი. გზავნილი იყო აშკარა – აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერი ქვეყანა – პოლონეთი დემონსტრირებას აკეთებს იმის, თუ რა ურთიერთობა აქვს საქართველოსთან, სადაც მისი პრეზიდენტი თუნდაც სიმბოლურად, თუნდაც, ტექნიკური მიზეზებით სწორედ საქართველოში ჩერდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ