ცუდი იმაში არაფერია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში გაემგზავრნენ, მაგრამ ცუდია პოლიტიკური კეკლუცობა იმის ფონზე, რაც საქართველოს პარლამენტში დაატრიალეს, - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი. მისი განმარტებით, ამ ყველაფრის ფონზე, უკრაინაში ოპოზიციის წარმომადგენლების ჩასვლა არის პოლიტიკური კეკლუცობა.
"ცუდი იმაში არაფერია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში გაემგზავრნენ, მაგრამ ცუდია პოლიტიკური კეკლუცობა იმის ფონზე, რაც საქართველოს პარლამენტში დაატრიალეს, როცა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, პრეტენზიები ჰქონდათ და რუსეთის თემა აქვთ ამოჩემებული მაშინ, როცა თავად რუსეთს ყველაფერი შეუქმნეს და ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას ხელი შეუკრა სააკაშვილის იმ ქმედებებმა, რაც საკმაოდ მძიმე შედეგებს გვაძლევს ოკუპაციის მიმართულებით.
ამ ყველაფრის ფონზე, უკრაინაში ოპოზიციის წარმომადგენლების ჩასვლა არის პოლიტიკური კეკლუცობა.
შემიძლია, ეს ყველაფერი უფრო მძიმედაც შევაფასო, მაგრამ ამ დელეგაციებში არიან ადამიანები, რომლებიც ღირსეულად ფიქრობენ იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანას გააჩნია. „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე დააშავა და დღეს ამ დანაშაულის გამოსყიდვა იმით, რომ უკრაინაში ჩავიდნენ და დროშები აფრიალონ, არ არის საკმარისი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.