ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბოლო დღეებში რუსეთმა ბელარუსში 30 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და თანამედროვე შეიარაღება გადასხა.
მისი თქმით, ეს არის მოსკოვის ყველაზე დიდი სამხედრო განლაგება ბელარუსში ცივი ომის დასრულების შემდეგ.
სტოლტენბერგის განცხადებით, ბელარუსში რუსეთმა გადასხა სპეციალური ოპერაციების ძალები, Су-35 საბრძოლო თვითმფრინავები, ისკანდერის ორმაგი დანიშნულების რაკეტები, S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე თანამედროვე ტაქტიკური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 "ტრიუმფი".
სტოლტენბერგმა რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა.
ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნების წინ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ეწვია.
ერთობლივი წვრთნები "საკავშირო სიმტკიცე 2022"-ის დასკვნითი ეტაპი 10 თებერვალს დაიწყება და 10 დღეს გასტანს.
სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მოსკოვის მიერ ბელარუსში დაგეგმილი ახალი სამხედრო წვრთნები, უკრაინისთვის ახალ საფრთხეს ქმნის. მათი თქმით, ბელარუსიდან რუსული ჯარები უკრაინის დედაქალაქ კიევთან უფრო ახლოს იქნებიან განლაგებულნი.
"საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის" სამხედრო ანალიტიკოსი რობ ლი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ თუ რუსეთი ბელარუსში შორ მანძილზე მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებს განათავსებს, კიევის მახლობლად სამიზნეებზე დარტყმას, უკრაინაში შეჭრის გარეშეც შეძლებს.
რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს რეგულარულად მართავენ.
ბოლო მასშტაბური სწავლება "ზაპად 2021" სექტემბერში გაიმართა და მასში 200 000 სამხედრო მოსამსახურე, 80 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 760 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 15 გემი მიიღებენ მონაწილეობდა.