პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა და პარლამენტთაშორისი კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე, ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესში საფრანგეთის პრაქტიკული მხარდაჭერისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში აქტიური ჩართულობის გზით.
პარლამენტის თავმჯდომარემ, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე.