ჩვენ ვაპირებთ რომ აქტიური კამპანია გვქონდეს, რაც დავიწყეთ დიდი ხნის წინ და ახლა უნდა განვაახლოთ, რომ მოქალაქეების ლეგიტიმური ბრაზი იყოს მიმართული მხოლოდ ამ მთავრობის მიმართ და არა კერძო ბიზნესის მიმართ, იმიტომ რომ გასაღები ჩვენი პრობლემების არის მთავრობის შეცვლაში რა თქმა უნდა, მაგრამ სანამ ეს სამარცხვინო მთავრობა გვყავს, უნდა ვცადოთ ისეთი კლიმატის შექმნა, რომ ამათაც კი გაუჭირდეთ ხალხის ბრაზის იგნორირება და შევამცირებინოთ გადასახადი, რომელიც მყისიერ შვებს მისცემს ჩვენს მოქალაქეებს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალსიტებთან საუბრისას განაცხადა.
"საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ყველაზე მწვავე პრობლემა, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, რომელიც დღეს დგას ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომელიც ჩვენი აზრით პირდაპირი შედეგია ივანიშვილის რეჟიმის მიერ არასწორად გატარებული პოლიტიკისა, არის ფასების ზრდა. რეალურად გაღარიბება ქვეყნის, გაღარიბება განსაკუთრებით იმათი, ვისაც უჭირს და საშუალო ფენისა. აქ პირდაპირ მინდა გითხრათ და მონაცემებიც გვაქვს 14% წლიური ინფლაციისა. რა არგუმენტებიც არ უნდა მოიყვანოს ივანიშვილის რეჟიმმა და გადააბრალოს საერთაშორისო პროცესებს, პირდაპირ კავშირშია ეს მთავრობის ნაბიჯებთან მინდა გითხრათ. ბოლო ორ წელიწადში ლარის მასა 40%-ით გაზარდეს, 2.9 მილიარდით და როცა ეკონომიკური ზრდა არ გაქვს შესაფერისი, რაც ბოლო ორ წელიწადში ჯამში 4%ზე ნაკლებია, იძახიან 10%-იაო, თუმცა ეს ჩავარდნის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას აღარიბებ. როცა უფრო მეტ ფულს უშვებ მიმოქცევაში, ვიდრე ეკონომიკური ზრდა არის, ეს ნიშნავს, რომ ჯიბიდან ფულს უღებ ადამიანებს.
ამ ზოგად საუბართან ერთად მინდა, რომ ძალიან კონკრეტული მაგალითი მოვიყვანო და ეს მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებისთვის თუ რა შედეგები მოაქვს მთავრობის პოლიტიკას. ერთ-ერთი ყველა მტკივნეული საკითხი ასე ცალკე აღებულად არის საწვავის ფასი. არის პროგნოზი, რომ ის ისევ გაიზრდება 20 თეთრით. მე მინდა თქვენ გითხრათ თუ რასთანა არის ეს ყველაფერი კავშირში, მთავრობა იშვერს ხელს საერთაშორისო პროცესებისა და ფასებისკენ, ეს სიმართლეა მხოლოდ ნაწილობრივ, საერთაშორისო ფასებზე ჩვენ ვერ ვახდენთ გავლენას, მაგრამ რაზეც ჩვენ ანუ ჩვენი ქვეყანა, ვისაც აბარია მთავრობა ახდენს გავლენას, არის ეს ყველაფერი. როგორი იყო ლარის კურსი ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისას, როგორი იყო საერთაშორისო ფასი დაახლოებით დოლარში. და როგორია ვითარება ახლა.
ახლა შეგვიძლია დავითვალოთ ძალიან მარტივად თუ როგორი იქნებოდა საწვავის ფასი დღეს, რომ არა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკა ანუ რომ არა ლარის გაუფასურება და აქციზის გადასახადის ზრდა, რომელიც ამ რეჟიმმა გაზარდა 2016 წელს. ახლა ციფრებში პირდაპირ რომ ვთქვათ, სავარაუდოდ 3.2ლარზე მეტი იქნება ფასი ძალიან მალე. რეალურად ჩვენ შეგვეძლო თავისუფლად გვქონოდა ფასი 1.5ლარზე ოდნავ მეტი. ეს არის ის ფასი, რასაც ვიხდით ასეთი მთავრობის ყოლის გამო ქვეყანაში. უმძიმესი ფასი, განსაკუთრებით ზოგიერთი მოქალაქითვის და ზოგადად მთელი შრისთვის მოქალაქეებისა. ახლა რა შეიძლება გაკეთდეს მყისიერად, იმიტომ რომ იმ მავნებლობის შემოტრიალება სწრაფად, რასაც ლარის კურსის ვარდნა ქვია და ეკონომიკური პოლიტიკა ივანიშვილის, ვერ მოხდება სამწუხაროდ დღესვე და ამ რეჟიმის შეცვლისთანავე ვერ მოხდება სწრაფად, მაგრამ რაც შეიძლება სწრაფად გაკეთდეს, რისი მაგალითიც მოგვცა პოლონეთმა, როდესაც შეამცირა დამატებითი ღირებულების გადასახადი, ჩვენ შემთხვევაში შეგვიძლია გავაუქმოთ აქციზის გადასახადი სწრაფადვე და მყისიერად მივიღებთ იმ შედეგს, რომ 2.8 ლარამდე დაეცემა საწვავის ფასი.
ვიმეორებ, ეს არ არის რაღაც დაპირება, რომ რაღაც მერე ციდან ჩამოვარდება, როგორც ივანიშვილის რეჟიმი პირდებოდა ხოლმე ოპოზიციაში ყოფნისას თუ მთავრობაში მოსვლის მერეც რაღაც პერიოდი-არა, კონკრეტული ნაბიჯია, რომლის გადადგმასაც სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება, რომ ეს ერთი შევუმსუბუქოთ მოქალაქეებს. ჩვენი ამოცანა, "ევროპული საქართველოსი" არის და დღევანდელ ბრიფინგსაც ამაში ვიყენებთ, რომ ჩვენ მოქალაქეებამდე მივიტანოთ ძალია მკაფიო გზავნილი, რომ თავი დაანებონ კერძო ბიზნესის სამიზნედ ამოღებას, ბენზინგასამართ სადგურებთან აქციების გამართვას, რასაც ადგილი ჰქონდა, სამიზნე უნდა იყოს ერთადერთი - მთავრობა, რომელიც დღეს სამწუხაროდ გვყავს. ჩვენ ეს გზავნილი გვქონდა ერთი წლის წინაც და პროგნოზიც გვქონდა, რომ ეს მდგომარეობა დამძიმდებოდა და გამოსავალი არის მხოლოდ ზეწოლა ამ სამარცხვინო, პოლიტიკურად არალეგიტიმურ მთავრობაზე,რომ იქნებ შეეშინდეთ და ვაიძულოთ, რომ კონკრეტული ნაბიჯი გადადგან.
კერძო ბიზნესის სამიზნეში ამოღება მხოლოდ ზიანის მომტანია ქვეყნისთვის და მხოლოდ უმსუბუქებს წნეხს ამ სამარცხვინო რეჟიმს, რომლის პოლიტიკის შედეგიც არის დღევანდელი ფასები. ვიმეორებ, ჩვენ ვაპირებთ რომ აქტიური კამპანია გვქონდეს, რაც დავიწყეთ დიდი ხნის წინ და ახლა უნდა განვაახლოთ, რომ მოქალაქეების ლეგიტიმური ბრაზი იყოს მიმართული მხოლოდ ამ მთავრობის მიმართ და არა კერძო ბიზნესის მიმართ, იმიტომ რომ გასაღები ჩვენი პრობლემების არის მთავრობის შეცვლაში რა თქმა უნდა, მაგრამ სანამ ეს სამარცხვინო მთავრობა გვყავს, უნდა ვცადოთ ისეთი კლიმატის შექმნა, რომ ამათაც კი გაუჭირდეთ ხალხის ბრაზის იგნორირება და შევამცირებინოთ გადასახადი, რომელიც მყისიერ შვებს მისცემს ჩვენს მოქალაქეებს" - განაცხადა ბოკერიამ.