საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს ესაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, მოხარულია, რომ პარტნიორების მხრიდან ხედავს მხარდაჭერასა და ინტერესს, რათა პოლარიზაციის დასაძლევად დიალოგს ხელი შეუწყონ.
"ვესაუბრე ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს ეროვნული თანხმობის პროცესზე. მიხარია, რომ ვხედავ ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერასა და ინტერესს ამ პლატფორმის მიმართ, ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზაციის დასაძლევად დიალოგის მხარდაჭერას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.