პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში 6 მინისტრის მოსმენა იგეგმება. არსებული განრიგის თანახმად, პარლამენტი 15-18 თებერვალს მოუსმენს - ფინანსთა მინისტრს, 15-18 მარტს - შინაგან საქმეთა მინისტრს, 12-15 აპრილს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, 10-13 მაისს - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს.
24-27 მაისს - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, 7-10 ივნისს - თავდაცვის მინისტრს. ასევე ექვსი მინისტრის მოსმენა იგეგმება საშემოდგომო სესიაზეც. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანო 20-23 სექტემბერს - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს მოუსმენს, 4-7 ოქტომბერს - ეკონომიკის მინისტრს, 18-21 ოქტომბერს - საგარეო საქმეთა მინისტრს, 1-4 ნოემბერს - იუსტიციის მინისტრს, 29-ნოემბერს ან 2 დეკემბერს - განათლებისა და მეცნიერების მინისტრს. 13-16 დეკემბერს კი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს.