შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამშაბათს სატელეფონო საუბარს გამართავენ. იუწყება სახელმწიფო დეპარტამენტი.
ეს იქნება ორი ქვეყნის დიპლომატის პირველი კონტაქტი მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა რუსეთს "უსაფრთხოების გარანტიებთან" დაკავშირებით წერილობითი პასუხი გადასცა.
"ვიმედოვნებთ, რომ ხვალ დილით სახელმწიფო მდივანს ექნება შესაძლებლობა ტელეფონით ისაუბროს საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან", - განაცხადა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მანამდე ბლინკენი აცხადებდა, რომ პასუხის გადაცემის შემდეგ, მოუთმენლად დაელოდებოდა მის რუს კოლეგასთან საუბრის შესაძლებლობას.