საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის “ომიკრონი” შტამი დაუდასტურდა. იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა.