"ნაციონალური მოძრაობას" ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში საქმიანობას ხელისუფლების ცვლილების ერთიანი სტრატეგიის ნაწილად განიხილავს.
დღეს, საქართველოს პარლამენტში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას'' თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო.
ხატია დეკანოიძემ გამოსვლა ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ოჯახსითვის სამძიმრის გამოცხადებით დაიწყო და ხაზი გაუსვა ღია და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარების მნიშვნელობას.
"ყველა ეტაპზე, ყველა ფრონტზე, არა მხოლოდ პარალამენტში, არა მხოლოდ საკრებულოებში, არამედ ქუჩაშიც, მათ შორის მწვავე საგაზაფხულო პროტესტით ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთისა და ღირსებისთვის, სოციალური ღირსებისთვის, სოციალური უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა და მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური, დამამცირებელი და არაჰუმანური მოპყრობის ფატქები არის რეჟიმის პოლიტიკური შურისძიების ნაწილი და თქვა, რომ პარტიის საპარლამენტო მუშობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება ზემოაღნიშნული ფაქტების გამოძიება, რისთვისაც ფრაქცია აპირებს დღესვე დაარეგისტრიროს საგამოძიებო კომისია.
ხატია დეკანოიძის განცხადებით ისინი ასევე მხარს დაუჭერენ სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ ანტიკორუფციულ კომისიას, რომელმაც უნდა შეისწავლოს და გამოიკვლიოს ყველა დონეზე არსებული კორუფციული სქემები.
"ჩვენ მხარს დავუჭერთ და ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენი კოლეგების მიერ წარდგენილ ანტიკორუფციული კომისიის ფორმატში", - დასძინა ხატია დეკანოიძემ.