გააგრძელებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას 31 იანვარს გახდება ცნობილი.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიას, აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთიანი სტრატეგიული გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
დეკანოიძის თქმით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ძალზედ ხანგრძლივი მსჯელობა.
"ეს გადაწყვეტილებები ეხება არამხოლოდ ფრაქციის სტრატეგიას, არამედ ეხება პარტიის სტრატეგიას მთლიანად, ანუ რა გვაქვს ჩვენ სტრატეგია, რა გვაქვს ჩვენ ამოცანები როგორი უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიურობები, რათა პარტიაც ფრაქციაც, საზოგადოების ყველა წევრი გააქტიურდეს გაზაფხულზე, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ვიბრძოლოთ ამისთვის. მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორი იქნება ჩვენ სტრატეგია პარტიული და ფრაქციული, მათ შორის გაზაფხულზე და თქვენ იცით, რომ ახლა ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი იწყება, ამ გადაწყვეტილების შესახებ და ეს იქნება ფართო სტრატეგია, რომელსაც მე თავად ორშაბათს წარმოგიდგენთ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი იწყება, როდესაც ჩვენთვის პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს. პირველი ეს უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მის მიმართ არაადამიანური, ღირსებაშემლახავი მოპყრობის სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ინსტრუმენტის მხილება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქტიურობები, აქციები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ ყველა ფრონტზე და ეს აქტიურობა უნდა იყოს წარმოდგენილი არამხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური საქმიანობით, არამედ ძალიან ფართო სპექტრით", - განაცხადა დეკანოიძემ.