უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სატელეფონო საუბარს გამართავენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა Facebook-ზე დაწერა.
"დღეს საღამოს დაგეგმილია ვლადიმერ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის სატელეფონო საუბარი. ეს იქნება მჭიდრო თანამშრომლობის, ქმედებების კოორდინაციის ლოგიკური გაგრძელება და საიმედო პარტნიორის მიერ უკრაინის მხარდაჭერის მტკიცებულება", - დაწერა მან.
ნიკიფოროვის თქმით, ლიდერები სამშვიდობო პროცესის, უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, მაკროფინანსური მხარდაჭერის, ანტიოლიგარქიული რეფორმის საკითხებს შეეხებიან.
ორი ქვეყნის ლიდერის საუბარი რუსეთთან დაძაბულობის ესკალაციის ფონზე გაიმართება, რომელმაც ათი ათასობის სამხედროს მოუყარა თავი უკრაინის საზღვრებთან და მოითხოვს, ნატო-მ შეწყვიტოს აღმოსავლეთით გაფართოება.