ჩვენი ვალი მოქალაქეების ზოგადად, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების არის, რომ ამ მზარდი კონსესუსის ფონზე მოხდეს ადამიანების პოლიტიკურ პროცესში ჩართვის მოტივირება - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კარგია NDI-ს კვლევაში ის, რომ ამ ყველაფრის ფონზე საზოგადოებას აქვს მყარი პოზიცია ქართული საზოგადოების მკაფიო უმრავლესობას საქართველოს მომავალთან დაკავშირებით თავისუფალ სამყაროსა და დასავლეთში, ნატოს წევრობასა და ევროკავშირის წევრობაზე.
"მძიმე რეალობაა და სამწუხაროდ ადეკვატური საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური პროცესის მიმართ მთლიანად. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ბევრ მავნებლობას შორის, იმ სიბინძურის ნიაღვრის ფონზე, რაც მათ დააყენეს, ნაწილობრივ ამ ამოცანის მიღწევა. სამწუხაროდ ამას ხელი შეუწყო ოპოზიციამ. აბსოლუტურად ბუნებრივია საზოგადოების ეს რეაქცია. ჩვენ ყველა ვიხდით ივანიშვილის რეჟიმის „მოღვაწეობის“ ფასს. ამ ფასის გადახდა გაგრძელდება, იმიტომ რომ ცუდ საქმეებს გრძელვადიანი ეფექტი აქვთ. პირველ რიგში ეს აისახება საშუალო კლასისა და გაჭირვებულის კეთილდღეობაზე, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაზე აბსოლოტურად, იმიტომ რომ მავნებლური პოლიტიკა, როცა ვითომ მშობლის პოზიციიდან გვიყურებენ, ჩვენ ნაცვლად იღებენ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, როცა არის ბიუროკრატიისა და საგადასახადო ტვირთის ზრდა, იმის მაგივრად რომ ამ გამოწვევის დროს პირიქით შემცირდეს, ისინი მეტ ფულს ართმევენ ეკონომიკას, მეტ ფულს ართმევენ მოქალაქეებს ვითომ ჩვენზე ზრუნვის მოტივით, იმიტომ რომ სინამდვილეში არიან ცუდი ძიძები ძალიან, ეს მიდგომა აქვთ. ამას თან ახლავს უსაფრთხოების სფეროში, მათი ალიანსი მოძალადე ჯგუფებთან და კრიმინალთან, რაც პირდაპირ აისახება ასევე ვითარებაზე, ამიტომ სამწუხაროდ ეს არის ეგ რეალობა. ჩვენი ვალი მოქალაქეების ზოგადად, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების არის, რომ ამ მზარდი კონსესუსის ფონზე მოხდეს ადამიანების პოლიტიკურ პროცესში ჩართვის მოტივირება იქნება ეს არჩევნები თუ არჩევნებთან დაკავშირებული მშვიდობიანი პროცესი, რომ იმ ზღვრამდე მივიდეს კონსესუსი, რაც მიგვიყვანს მშვიდობიანი, არჩევნების გზით ცვლილებამდე და შემდეგ იმ ნაბიჯებამდე, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან. ჩვენ არ უნდა ვაჩვენოთ უპრინციპობისა და კონიუნქტურის აყოლის მაგალითები, არ უნდა მივცეთ პოპულიზმს გასაქანი ამ დამღუპველი პოპულიზმის ფონზე, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ეწევა. ეს არის ოპოზიციის ვალდებულება და „ევროპული საქართველო“ ამ გზავნილზე დგას.“ - განაცხადა ბოკერიამ