პირები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კორონავირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და „მწვანე პასპორტსაც“ მიიღებენ.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, ჯანდაცვის სამინისტრომ შესაბამისი ნორმატიული აქტი უკვე გამოსცა.
"თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში „მწვანე პასპორტისთვის“ ან მოგზაურობისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.