დიდმა ბრიტანეთმა კიევიდან საელჩოს თანამშრომელთა ნაწილის გაყვანა დაიწყო ქვეყანაში რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის ფონზე. განცხადებას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით, საელჩო შეუფერხებელ მუშობას აგრძელებს.
"საელჩოს ზოგიერთი თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები კიევიდან გაგვყავს რუსეთის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხის ფონზე. ბრიტანეთის საელჩო იმუშავებს და გააგრძლებს თავის ძირითად საქმიანობას", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო სამხედრო აგრესიის ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებმა უკრაინა უნდა დატოვონ.