სომხეთის პრეზიდენტის მოვალეობას, სახელმწიფოს ახალი მეთაურის არჩევამდე, ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარე ალენ სიმონიანი შეასრულებს.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა.
სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, სახელმწიფოს ახალი მეთაურის არჩევამდე, მის უფლებამოსილებას ეროვნული კრების თავმჯდომარე ახორციელებს.
პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება ამ პოსტის ვაკანტურად გამოცხადებიდან არა უადრეს 25 დღისა და არაუგვინაეს 35 დღისა.
რესპუბლიკის პრეზიდენტს 7 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შესაძლოა არჩეული იქნეს მხოლოდ ერთი ვადით.
არმენ სარქისიანი სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტად 2018 წლის 2 მარტს აირჩია. უფლებამოსილების განხორციელებას კი 2018 წლის 9 აპრილს შეუდგა.