ირანმა, რუსეთმა და ჩინეთმა პარასკევს დაიწყეს ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნები ინდოეთის ოკეანში, რომელიც მიზნად ისახავს საზღვაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას. იუწყება ირანის სახელმწიფო სააგენტო.
ირანული მედიის ცნობით, წვრთნებში მონაწილეობს ირანის საზღვაო ფლოტის 11 ხომალდი, ასევე, ჩინეთის ორი და რუსეთის სამი ხომალდი, მათ შორის გამანადგურებელი.
მანევრებში მცირე გემებითა და ვერტმფრენებით მონაწილეობას მიიღებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსიც.
გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები დაფარავს დაახლოებით 17,000 კვადრატულ კილომეტრ ფართობს ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთით და მოიცავს ღამის ბრძოლას, სამაშველო ოპერაციებს და ხანძარსაწინააღმდეგო მანევრებს.
2019 წლის შემდეგ ეს სამი ქვეყნის მესამე ერთობლივი საზღვაო წვრთნებია.