საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლჰოვს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
"დღეს ელჩმა დეგნანმა უკრაინის ელჩ დოლჰოვს უმასპინძლა, რათა ხაზი გაესვა უკრაინისა და საქართველოს დასავლური მისწრაფებების მიმართ ჩვენი ახლო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის, ასევე, რუსეთის დესტაბილიზაციისკენ მიმართული აგრესიული ქმედებებისა და უკრაინაში მიმდინარე ვითარების განსახილველად", – აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.