ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის პანდემია "დასრულებასთან ახლოსაც არ არის".
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უარყო გავრცელებული ვარაუდი, რომ კორონავრუსის ომიკრონი შტამი გაცილებით მსუბუქია.
ღებრეიესუსის ამ განცხადების ფონია, ევროპულ ქვეყნებში ვირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობის გამოვლენა.
ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ღებრეიესუსმა თქვა, რომ ომიკრონმა გამოიწვია 18 მილიონი ახალი შემთხვევა მთელ მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს ვარიანტი საშუალოდ ნაკლებად მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს, ნარატივი, რომ ეს მსუბუქი დაავადებაა, შეცდომაში შემყვანია", - თქვა მან.
"არ შეცდეთ, ომიკრონი იწვევს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს, ხოლო ნაკლებად მძიმე შემთხვევებიც კი იწვევს სამედიცინო დაწესებულებების გადატვირთვას", - დასძინა ღებრეიესუსმა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მეთაურმა გააფრთხილა მსოფლიო ლიდერები, რომ გლობალური მასშტაბით ომიკრონის შემთხვევები წარმოუდგენელი ზრდის გამო, სავარაუდოდ, ახალი ვარიანტები გამოჩნდება, რასაც თვალყურის დევნება სჭირდება.
"განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ იმ მრავალი ქვეყნის მდგომარეობით, რომელთაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლები აქვთ", - დასძინა ღებრეიესუსმა.
ომიკრონი შტამი, რომელიც თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამოავლინეს, გადადების მაღალი უნარის გამო, სწრაფად მოედო დანარჩენ მსოფლიოს. მალევე, ომიკრონი დომინანტური სახეობა გახდა ამერიკისა და ევროპის რეგიონის ბევრ ქვეყანაში.