"ენიგმას" სახელით ცნობილი, მსოფლიოში უდიდესი შავი ბრილიანტი აუქციონზე პირველად გაიყიდება. იტყობინება აუქციონის სახლი Sotheby’s.
Sotheby’s-ის განცხადებით, "ენიგმა" 555.55-კარატიანია და ის არის ყველაზე დიდი ბრილიანტი აუქციონის ისტორიაში, ამავე დროს, ბრილიანტი ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რაც კი აღრიცხულა მსოფლიოს მასშტაბით.
"ამ დრომდე, ალმასი ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში კერძო კოლექციაში იყო დაცული და არასდროს მიუღია მონაწილეობა გამოფენებში და არ გაუტანიათ აუქციონზე", - იტყობინებიან Sotheby’s-ის წარმომადგენლები.
ონლაინ აუქციონი 3-9 თებერვალს გაიამრთება. გადახდა კრიპტოვალუტითაც იქნება შესაძლებელი. აუქციონის სახლი მოელის, რომ ბრილიანტი სულ მცირე 6.8 მილიონ დოლარად გაიყიდება.
ბრილიანტის წარმოშობა ბუნდოვანებით არის მოცული. ერთ-ერთი ვერსიით ის ასტეროიდის ნაწილია, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდა.
შავი ბრილიანტები, ასევე ცნობილი როგორც კარბონადო (ნახშირი), ძალზე იშვიათია და ბუნებრივად გვხვდება მხოლოდ ბრაზილიასა და ცენტრალურ აფრიკაში. კოსმოსური წარმოშობის თეორია ეფუძნება მათ ნახშირბადის იზოტოპებს და წყალბადის მაღალ შემცველობას.