ჩვენი მათემატიკური მოდელირებით დაახლოებით 50% ქვეყანაში უკვე დადებითი შემთხვევებისა არის გამოწვეული "ომიკრონით", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი განცხადებით, თბილისში, სადაც ინფიცირების ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა, "ომიკრონის" წილი არის 67%.
"დღეს გვაქვს შემთხვევების რაოდენობის ე.წ. ანტირეკორდი 7521 შემთხვევა, რომელიც პანდემიის პერიოდში ჯერ არ ყოფილა. ასევე გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელი. ერთადერთი პოზიტივი გახლავთ ის, რომ ყველაზე მძიმე ინდიკატორი რაც გახლავთ - სიკვდილიანობა, თანდათან იკლებს. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩამოვცდით ჩვენს ზღვრულ მაჩვენებელს. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენი მათემატიკური მოდელირებით დაახლოებით 50% ქვეყანაში უკვე დადებითი შემთხვევებისა არის გამოწვეული "ომიკრონით". თბილისში, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევეა გვაქვს, "ომიკრონის" წილი არის 67%, რეგიონებში ეს წილი 30-35%-ის ფარგლებში გახლავთ. მეორე ადგილზე "ომიკრონის" ცირკულაციით გახლავთ იმერეთი, შემდეგ აჭარა და შიდა ქართლი", - განაცხადა გამყრელიძემ.