გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა კიევში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ახალი აგრესიისთვის, მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს.
ეს განცხადება ანალენა ბერბოკმა კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ჩვენი საერთო ევროპული გზავნილი, რომელსაც კიდევ ერთხელ მინდა კიევში ხაზი გავუსვა, არის სოლიდარობა, ევროპული სოლიდარობა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენთვის, და პირადად ჩემთვის, ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. რუსეთიდან განხორციელებულ ყოველ ახალ აგრესიას, როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, მაღალი ფასი ექნება", - თქვა ბერბოკმა.
ამასთან, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ გერმანია და ევროპა მზად არიან რუსეთთან გულწრფელი დიალოგისთვის, რადგან დიპლომატია ერთადერთი შესაძლო გზაა არსებული უკიდურესად საშიში სიტუაციის განმუხტვისთვის.
ბერბოკის თქმით, არავის აქვს უფლება, სხვა სახელმწიფოს ნაცვლად გადაწყვიტეს, თუ რა გზა უნდა აირჩიოს და რომელ ალიანსებში გაწევრიანდეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბერლინი და პარიზი გულმოდგინედ მუშაობენ, რათა "ნორმანდიულმა ფორმატმა" მუშაობა განაახლოს.
კიევში ვიზიტისას ანალენა ბერბოკი ვოლოდიმირ ზელენკისაც შეხვდება. შემდეგ ის მოსკოვში გაემგზავრება, სადაც შეხვედრას გამართავს სერგეი ლავროვთან.