ამ პარტიის პოლიტიკური ველი ნელ- ნელა ცარიელდება, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი. მისი განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას" პარტიაში კოალიცია და რიგგარეშე არჩევნები.
"აქედან გამომდინარე, შეიძლება პარტიის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები დასჭირდეთ, ამას აღარც მალავენ, დაყოფილები არიან კატეგორიებად, რადიკალი მიშისტები და დანარჩენი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.
ამ პარტიის პოლიტიკური ველი ნელ- ნელა ცარიელდება და ეს უნდა შეავსონ იმ ობიექტურმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებსაც სურთ, რომ საპარლამენტო ნორმალური პროცესი იყოს საქართველოში. აქედან გამომდინარე, შემოვა "ნაციონალური მოძრაობა" და ჩაერთვება თუ არა საპარლამენტო პროცესში, არის მათი გადასაწყვეტი,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.