გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე 0.5 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.
ძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა შესაბამისი აქტი.