საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოეტ რეზო ამაშუკელის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა რეზო ამაშუკელის ოჯახს მიუსამძიმრა. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში 10 იანვარს გარდაიცვალა.