თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმის განხილვა დაიწყო.
სასამართლო პროცესს ესწრება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი.
თანაგუნდელების განცხადებით, სააკაშვილი პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს და ეკონომიკურ გეგმას წარადგენს.
სასამართლოსთან შეკრებილები არიან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.