მიუხედავად სამწლიანი მცდელობისა, აბსურდული ბრალდება - ფულის გათეთრება ვერ დაგვიმტკიცეს, - წერს სოციალურ ქსელში "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე. მისი თქმით, სამარცხვინოა ყველა ვინც ამაში მონაწილეობს.
"ახლა უნდათ ახალი ბოდვა დაგვაბრალონ. არ გამოგივათ!
ყველაფერი ეს საუკუნის პროექტის ანაკლიის ჩაგდებას ემსახურება,
სამარცხვინოა ყველა ვინც ამაში მონაწილეობს.
ბრძოლის პირველი რაუნდი მოგებულია, ასევე მოვიგებთ ყველა შემდეგ ბრძოლას სამართლიანი ქვეყნის მშენებლობისთვის, იმისთვის რომ ამ მასკარადის მომწყობთა შვილებმა არასდროს იგრძნონ ის, რაც ჩემმა შვილებმა განიცადეს ამ წლების განმავლობაში...
ანაკლიასაც ავაშენებთ,
სამართლიან და გაერთიანებულ ქვეყანასაც!
მადლობა ყველა გულშემატკივარს", წერს მამუკა ხაზარაძე.