ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანო, სამხედრო კომიტეტი ბრიუსელში, 12-13 იანვარს შეხვედრას გამართავს.
ნატო-ს პრესცენტრის ინფორმაციით, სესეიებს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალი რობ ბაუერი უხელმძღვანელებს. შეხვედრებს დაესწრებიან ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები.
13 იანვარს ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეხვედრას გამართავენ ქართველ და უკრაინელ კოლეგებთან.
"სამხედრო კომიტეტის ორდღიანი შეხვედრა საშუალებას მისცემს თავდაცვის მეთაურებს შეხვდნენ და განიხილონ ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები. პირველი დღე სამხედრო სტრატეგიულ მოსაზრებებსა და ევროატლანტიკური ზონის შეკავებისა და თავდაცვის კონცეფციის პროგრესზე საუბარს დაეთმობა. მეორე სესიას ნატო-ს გენერალური მდივანი გახსნის. ამის შემდეგ, თავდაცვის მინისტრები შეხვდებიან ქართველ და უკრაინელ კოლეგებს, რათა განიხილონ უსაფრთხოების ვითარება მათ ქვეყნებში და ასევე თავდაცვის სფეროში რეფორმების მიმდინარე პროგრესი", - ნათქვამია ნატო-ს პრესკომუნიკეში.
შეხვედრები ვირტუალურ რეჟიმში წარიმართება.
შეგახსენებთ, 12 იანვარს ბრიუსელში დაგეგმილია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.