„ქვეყანაში ამ ეტაპზე გვაქვს 550 ათას დოზამდე Pfizer-ის ვაქცინა, რომელსაც ვადა აქვს 31 მარტამდე", აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
მისი განმარტებითვე, ქვეყანას აქვს კიდევ დაახლოებით 1,5 მილიონი Sinopharm-ი და Sinovac-ი, რომელსაც ვადა აქვს 2023 წლის ივნის-ივლისამდე.
"ანუ, საკმაოდ ვადიანი არის. რაც შეეხება, ახალ შესყიდვებს, გიდასტურებთ, რომ უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მოლაპარაკება Pfizer-თან წელს დამატებით 2 მილიონი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით. მათ შორის, საუბარია ბავშვების დოზებზე, მოგეხსენებათ, 5-11 წლის ასაკისთვის დოზა 12 წელზე ზევით დოზისგან განსხვავდება. ასევე, საუბარია იმაზე, რომ თუ Pfizer-ს ექნა „ომიკრონისთვის“ სპეციფიკური ვაქცინა, საქართველოს ამაზეც აქვს განაცხადი გაკეთებული“, - განმარტა გამყრელიძემ.