"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული.
მანამდე პარტიის პოლიტიკურ საბჭოს, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ხელმძღვანელობდა.
გარდა ამისა, კობა ნაყოფიას მოადგილე აკაკი მინაშვილი იქნება.
"ნაცმოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი იქნება. ნიკა მელია კი თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ზაალ უდუმაშვილს ჩაანაცვლებს.