ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამარა უკრაინის ვიცე-პრემიერთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ოლჰა სტაფანიშინასთან.
სტოლტენბერგმა, ნატო-რუსეთის საბჭოს მოსალოდნელი სხდომის წინ, ალიანსის პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების თაობზე ისაუბრა.
"მივესალმები იმას, რომ რუსეთი დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ჩატარების თაობაზე. ეს დადებითი სიგნალია. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებულ გამჭვირვალობაზე, რისკის შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე. ჩვენ მოვუსმენთ რუსეთის შეშფოთებას, მაგრამ ნებისმიერი მნიშვნელოვანი დიალოგი ასევე უნდა ითვალისწინებდეს ჩვენს შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. ეს უნდა მოხდეს უკრაინასთან კონსულტაციით, როგორც ამას დღეს ვაკეთებთ. ჩვენ ასევე მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ სხვა პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირთან", - თქვა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, იენს სტოლტენბერგის მოწვევით, ბრიუსელში 12 იანვარს გაიმართება.