შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია პროვოკაცია მოაწყოს, რათა უკრაინაში შეჭრა გაამართლოს. ამის შესახებ მან ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"არავის უნდა გაუკვირდეს, რომ რუსეთი მოაწყობს პროვოკაციას, შემდეგ კი შეეცდება ეს გამოიყენოს სამხედრო ჩარევის გასამართლებლად, იმ იმედით, რომ იმ დროისთვის, როცა მსოფლიო ამ გაიძვერობას მიუხვდება, ძალიან დაგვიანებული იქნება", - განაცხადა ბლინკენმა.
მან ამასთან, აბსურდული უწოდა [რუსეთის მიერ პროპაგანდირიებულ] მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამ სიტუაციაში აგრესორი უკრაინა იქნება.
"სწორედ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში თითქმის რვა წლის წინ. სწორედ რუსეთია სამხედრო ოკუპანტი უკრაინის ნაწილის - ყირიმის. სწორედ რუსეთი აწარმოებს დღემდე ომს აღმოსავლეთ უკრაინაში. სწორედ რუსეთმა არ შეასრულა მინსკის არც ერთი ვალდებულება. რეალურია, რომ ის არღვევს მათ [მინსკის შეთანხმების ვალდებულებებს] უმეტესობას და არ აღიარებს, რომ კონფლიქტის მხარეა", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენმა რუსეთი დაადანაშაულა ცრუ ნარატივების პოპულარიზაციაში, რომ თითქოს მას ემქურებიან უკრაინა და ნატო. მისი თქმით, ამით მოსკოვი ცდილობს გაამართლოს თავისი სამხედროების რაოდენობის ზრდა უკრაინის საზღვართან.
რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებამდე მომდევნო კვირას ნატო უკარინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.