UNESCO-მ TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.
მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მოკლული ჟურნალისტების შესახებ ინფორმაციას ინახავს, ცოტა ხნის წინ განახლდა.
ლექსო ლაშაქარავას შესახებ მონაცემებში მითითებულია, რომ იგი საქართველოში 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს.
ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს. მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არაერთი პირი ურტყამდა, ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. ის 11 ივლისს თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
UNESCO-ს სია 1500-მდე მოკლულ ჟურნალისტს აერთიანებს. მონაცემების თანახმად, საქართველოში 2001 წლიდან დღემდე 5 ჟურნალისტია მოკლული - გიორგი სანაია, გრიგოლ ჩიხლაძე, ალექსანდრე კლიმჩუკი, სტანს ტორიმანსი და ლექსო ლაშქარავა.