7 იანვარს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება, რათა განიხილონ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერება უკრაინის საზღვრებთან და ევროპის უსაფრთხოების საკითხები.
ჩრდილატლანტიკური საბჭოს შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება.
"ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო ვირტუალური შეხვედრა, წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, 7 იანვარს გაიმართება. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებას უკრაინის გარშემო და ევროპის უსაფრთხოების საკითხებს", - ნათქვამია ნატო-ს პრესკომუნიკეში.
შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატო-ში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა. ის იკრიბება სხვადასხვა დონეზე. შეხვედრების თავმჯდომარეა ნატო-ს გენერალური მდივანი, რომელიც წევრებს ეხმარება უმნიშვნელოვანეს საკითხებზე შეთანხმების მიღწევაში.
12 იანვარს გაიმართება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა. მანამდე, 10 იანვარს, ჟენევაში მოლაპარაკებებს გამართავენ რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები.