ნიუ იორკში პოლიციამ დააკავა სკოლის მასწავლებელი, რომელმაც ერთ-ერთ თავის მოსწავლეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თვითნებურად გაუკეთა.
პოლიციის ინფორმაციით, ლორა რუსომ მოსწავლე თავის სახლში აცრა, ისე, რომ არც შესაბამის კვალიფიკაციას ფლობდა და არც ბიჭის მშობლების თანხმობა ჰქონდა. 17 წლის მოსწავლეს აცრა თავად სურდა.
რუსო ბიოლოგიის მასწავლებელია, ის 54 წლისაა, რუსო ახალი წლის დადგომამდე დააკავეს. მას ახლა ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიპოვა რუსომ ვაქცინა, ან ნამდვილად ვაქცინა იყო თუ არა. დღეისათვის აშშ-ში 18 წლამდე პირებისთვის დასაშვებია მხოლოდ Pfizer-ის პრეპარატით ვაქცინაცია.
პოლიციის მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში ისმის რუსოს ხმა. ის მოზარდს მიმართავს: "იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება", ბიჭი პასუხობს: "აი შინაური ვაქცინა".
მომხდარის შემდეგ სკოლამ განაცხადა, რომ მასწავლებელი პედაგოგიურ საქმიანობას ჩამოაშორეს და ვიდრე გამოძიება დასრულდება სხვა მოვალეობის შესრულება დაავალეს.
რუსო ბრალდებულია არაპროფესიონალური მომსახურეობის უკანონოდ გაწევისთვის. სასამართლო სხდომა 21 იანვარს გაიმართება.
ფოტო: CBS