იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევის კენჭისყრა 24 იანვარს დანიშნა. იუწყება Associated Press-ი.
იტალიის პრეზიდენტს 7 წლის ვადით ირჩევს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო.
იტალიელ კანონმდებლებს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე არჩევანის გაკეთება მოქმედ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის შორის მოუწევთ.
ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, კენჭსყრამ რამდენიმე დღეს გასტანოს.
იტალიის მოქმედ პრეზიდენტს, 80 წლის სერჯო მატარელას უფლებამოსილების ვადა 3 თებერვალს ეწურება. მან უარი თქვა მეორე ვადით არჩევაზე.
მარიო დრაგი იტალიის მთავრობას 2021 წლის 13 თებერვლიდან უდგას სათავეში.
სილვიო ბერლუსკონი სამჯერ იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, 1994-95, 2001-2006 და 2008-2011 წლებში. ბერლუსკონი არის იტალიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი.