გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ ემხრობა. ამის შესახებ ბერბოკმა სააგენტო DPA-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ბერბოკის თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ვითარების მეტად ესკალაციას გამოიწვევს და კიევს მეტ უსაფრთხოებას არ მოუტანს.
"დიდი შვიდეულის ქვეყნებმა, ისევე როგორც ევროკავშირმა, მკაფიოდ განაცხადეს, რომ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ესკალაციას, და უპირველესად, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას, რუსეთის სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება", - თქვა ბერბოკმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ.
ამასთან, ბერბოკმა აღნიშნა, რომ გერმანიასა და მის მოკავშირეებს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აქვთ "შემდგომი მოქმედებების საკმაოდ გრძელი სია".
"თუმცა, ახლა ჩვენი პრიორიტეტია შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დიპლომატიური გზით ნორმანდიის ფორმატშ,ს ასევე ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში", - დასძინა მინისტრმა.
ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებსა ად 122 მილიმეტრიან ჰაუბიცებს გადასცემს.