ჯიხვი დიდი კავკასიონის ენდემია. მამრებს დიდი ზომის სპირალურად დახვეული რქები ეზრდებათ, მდედრები კი ტანად უფრო პატარები არიან. მათ ნოემბერ-დეკემბერში დაწყვილების პერიოდი აქვთ.
ჯიხვი კავკასიის უნიკალური ცხოველია - მსოფლიოს სხვა ადგილებში, მას ვერ შეხვდებით. ის საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.
ჯიხვები თუშეთის, ლაგოდეხის, ფშავ-ხევსურეთისა და ყაზბეგის ეროვნულ პარკებში ბინადრობენ.
