პარლამენტმა ამირან ძაბუნიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატს მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგ წავიდა.
მანამდე, ძაბუნიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა.
ამირან ძაბუნიძე 2020 წლის დეკემბრიდან იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 2015 წლის დეკემბრიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ამირან ძაბუნიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად 2021 წლის 20 დეკემბერს წარუდგინა.