"ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის სესიის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავჯდომარედ არჩევის დროს.
როგორც ახლად არჩეულმა პარლამენტის თავჯდომარემ განმარტა, პარლამეტს მოდევნო სამი წლის განმავლობაში მოუწევს, რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგით მუშაობა, რადგან მათ უნდა შეასრულონ გარდამტეხი როლი ქვეყნის საკანონმდებლო ცხოვრებაში.
"სწორედ ამიტომ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში, და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.